Wednesday, March 16, 2011

Georgian Apostolic Autocephalous Orthodox Church (საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია) Daily Readings For Wednesday, 16 March (3 March--Church Calendar) (16 მარტი (ძვ. სტ. 3 მარტი) ოთხშაბათი)

From patriarchate.ge, orthodox.ge

Daily Readings:



16 მარტი (ძვ. სტ. 3 მარტი) ოთხშაბათი




წმ. იოანე (ოქროპირი) კათოლიკოსისა (1049); მოწ. ევტროპიოსისა, კლეონიკესი და ბასილისკოსი (დაახ. 308); ღირ. პიამა ქალწ. (337); წმ. ზენონისა და ზოილესი. პირველშეწირულის ლიტურგია.

VI ჟამ. _ ეს. V, 16-25. მწუხ. _ შესქ. IV, 16-26. იგავ. V, 15 _ VI, 3.

 
იოანე IV ოქროპირისა, ქართლის კათალიკოსისა (1001); მოწამეთა: ევტროპისი, კლეონიკესი და ბასილისკოსი (აფხაზეთის კომანში აღსრულებულისა) (დაახლ.308); ღირსისა პიამა ქალწულისა (337); წმიდათა ზენონისა და ზოილესი.




დიდი მარხვა




სინანულთან განზავებულ სიმდაბლესთან შეიძლება მიგვიყვანოს მოგონებებმა იმის შესახებ, რომ ბევრი შემთხვევა გვქონია სიკეთის კეთებისა და არ გაგვიკეთებია.

პატერიკონი

45. საკუთარ ცოდვილობის გაცნობიერება და სულიერ ბრძოლის წარმატებულობა


მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა)

45. საკუთარ ცოდვილობის გაცნობიერება და სულიერ ბრძოლის წარმატებულობა


მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა)



–წმიდაო მამაო, თუკი ადამიანი სულიერ ბრძოლაში არ წარემატება, შეუძლია მას საკუთარ თავს უთხრას:“რაც ხარ, იმადვე დარჩები, შენგან უკეთესს არც ველი რამეს“.

–საკუთარ მდგომარეობასთან ამგვარმა მიდგომამ შესაძლოა ხიბლში ჩაგვაგდოს. ასეთი ადამიანი იქნებ იქამდეც კი მივიდეს, რო თქვას:“ის ვინც სამოთხეში მოსახვედრია, მაინც მოხვდება, რიღასთვის უნდა ვიღვაწო?“ მაშ რაღა გამოდის, რომ წმიდანები წმიდანებად უბრძოლველად იქცნენ?! როდესაც ადამიანი ასე ლაპარაკობს, ის ელის, რომ ღვაწლის გარეშე გამოსწორდება და განიწმიდება ცოდვებისაგან. ის იმ მოხუცივით იქცევა, რომელსაც კენკრით პირის ჩატკბარუნება უნდოდა, ამიტომ ბუჩქის ქვეშ პირდაღებული დაჯდა და ელოდა, როდის მოსწყდებოდა ხეს ნაყოფი და ჩაუვარდებოდა პირში.

–წმიდაო მამაო, როგორ უნდა მივხვდე, რომ სულიერად წარვიმატები?

–თუკი საკუთარი ცოდვილობის განცდა გაქვს, სულიერი წარმატება გექნება. რაც უფრო დიდად გეჩვენება შენი ცოდვები, მით მეტად აცნობიერებ მათ და სულიერადაც უმეტესად წარემატები.

–წმიდაო მამაო, შესაძლებელია, ცოდვებს აცნობიერებდე და ამავე დროს სულიერად არ წარემატებოდე?

–როდესაც კაცი აცნობიერებს ცოდვას და მიუხედავად ამისა, უნებურად კვლავ იმეორებს მას, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ან ამპარტავნებაშია, ან მიდრეკილია ამპარტავნებისკენ, ამიტომ ღმერთი არ შეეწევა მის წარმატებულობას.



თუკი ადამიანი აცნობიერებს თავის ცოდვილობას, ეს უდიდეს ძალას მატებს მას და მართლაც დიდი საქმეა. ამის შემდეგ ადამიანი საკუთარი თავის დათრგუნვას, დამდაბლებას იწყებს. იგი ყოველგვარ სიკეთეს ღვთის კაცთმოყვარებასა და სახიერებას მიაწერს და მისდამი უდიდესი მადლიერებით განიმსჭვალება. ამიტომაც ცოდვილები, რომლებიც საკუთარ ცოდვებს აცნობიერებენ, ნანობენ და თავს იმართლებენ, ღმერთს მეტად უყვარს, ვიდრე ისინი, ვინც ბევრს იღწვიან, მაგრამ საკუთარ ცოდვილ მდგომარეობას არ ცნობენ და სინანული არ აქვთ.

სიახლეები




16 მარტი 2011 – კატეგორიაში ბიბლიოთეკა, მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) დამატებულია "საკუთარ ცოდვილობის გაცნობიერება და სულიერ ბრძოლის წარმატებულობა"

No comments:

Post a Comment